In stock 1 Pieces
აფერავის ჯიშის განსაკუთრებული თვისებები და შესაძლებლობები ბრწყინვალედ ვლინდება სხვა ჯიშებთან ერთად ბლენდირებულ ღვინოებში. ასკანელი ძმების საფერავი-მუსკატი ქართული საფერავისა და ჰამბურგის მუსკატის ფრიად ორიგინალური შეხამება და უდაო შედევრია. ზომიერად ტკბილი ღვინის მოყვარულებისათვის ეს ღვინო ნამდვილი საჩუქარია. ღვინის დაყენებამდე ვაზის მოვლასა და რთველს განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ვუდგებით. საფერავი-მუსტაკის შექმნისას კომპანიის მთავარმა მეღვინემ შემოქმედებითად და ტექნოლოგიური პროცესის აკურატული გათვლით მიაღწია არომატებისა და გემოების არაჩვეულებრივად სასიამოვნო შეხამებასა და ნატიფ ბალანსს ღვინოში. ძლიერი და ელეგანტური ხასიათის მუქი ლალისფერი ღვინო გაჯერებულია დახვეწილი, რბილი ტანინებითა და შავი კენკრის, სანელებლებისა და ყვავილების არომატებით. გამოირჩევა შესანიშნავი ბალანსით, სავსე სხეულით, ელეგანტური სიტკბოთი და ხავერდოვანი დაბოლოებით.