პროექტის შესახებ

პროექტის - სწრაფი რეგიონული განვითარება იმერეთსა და კახეთში - მიზანია მოწყვლადი ჯგუფების გაძლიერება, დასაქმებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა, სამიზნე მუნიციპალიტეტებში ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება. ამავდროულად, მცირე ბიზნესისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა.

პროექტი ხორციელდება ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის მიერ შემდეგ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით:

- მურსკა სობოდას რეგიონული განვითარების ცენტრი (სლოვენია)

- ბულგარეთის გენდერის კვლევითი ფონდი (ბულგარეთი)

- სათემო ფონდი „ლელი“ (კახეთი)

- „ქალ მეწარმეთა ფონდი“ (იმერეთი)

 

პროექტით გათვალისწინებულია:

- სამიზნე რეგიონებში ადგილობრივი თემების საჭიროებების იდენტიფიცირება, მათივე საჭიროებებისა და ხარვეზების შეფასების ინსტრუმენტით. პროექტის დაინტერესებულ მხარეებს შორის თანამშრომლობისა და კომუნიკაციის მხარდასაჭერად მოქნილი საკოორდინაციო მექანიზმის შექმნა;

- ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ან/და გაფართოების ხელშეწყობა, სოციალური და ტექნოლოგიური ინოვაციების ხელშეწყობა ევროკავშირის ლიდერის (LEADER) მიდგომის გამოყენებით;

- სამიზნე მუნიციპალიტეტებში, არსებული ადგილობრივი განვითარების ჯგუფების (LAG) გაძლიერება და ახალი ჯგუფების შექმნა;

- სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის პროფესიული საგანმანათლებლო სასწავლო კურსების მეშვეობით, უნარებისა და კომპეტენციების გაუმჯობესება, ადამიანური რესურსების განვითარება და სამიზნე რეგიონებში ჩართულობის გრძელვადიანი მოდელების უზრუნველყოფა;

- ონლაინ ქსელის შექმნით, ცნობიერების ამაღლებითა და ადვოკატირების კამპანიებით სამიზნე ჯგუფებისთვის რეგიონებში სოფლის გაძლიერება.

 

პროექტის მოსალოდნელი შედეგები:

- ახლად შემუშავებული საკოორდინაციო მექანიზმით შესაძლებელი იქნება  გაუმჯობესდეს კომუნიკაცია ადგილობრივ თემებსა და ადგილობრივ ხელისუფლებას, მცირე მეწარმეებს, მცირე ბიზნესისა და ტურიზმის წარმომადგენლებს შორის;

- 6 სამიზნე მუნიციპალიტეტში ჩატარდება 60-მდე პროფესიულ- საგანმანათლებლო ტრენინგი და გაიცემა 50-მდე მცირე გრანტი;

- ცნობიერების ამაღლებისა და ადვოკატირების კამპანიების მეშვეობით განვითარდება ადგილობრივი მეწარმეობა;

- სლოვენიელი პარტნიორების მიერ  გაზიარდება სლოვენიის საუკეთესო პრაქტიკა და  შემუშავდება საპილოტე ბიზნეს პროექტი.

 

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის  ENPARD IV-ის ფარგლებში, შემდეგ მუნიციპელიტეტებში - გურჯაანი, ლაგოდეხი, ყვარელი, წყალტუბო, ვანი და ზესტაფონი.