საფერავი ბუდეშური

33.00₾

In stock 100 Pieces

  • ბრენდი:
  • ლიტრაჟობა:
  • ფერი:
  • მწარმოებელი რეგიონი/კუთხე:

ფერი:
ღრმა, ელვარე ლალისფერი.

არომატი:
   ახალი წითელი ხილისა და კენკრის ინტენსიური, მრავალფენოვანი სურნელი. წამყვანია მწიფე ბროწეული, ალუბალი, შინდი, რასაც მოსდევს ცხარე სანელებლების ტონები — შავი წიწაკა, ხმელი მიხაკი, გამომჩრალი ალუბლისა და მოცვის შტრიხები.    მთლიანობაში, ღვინო მდიდარია როგორც ხილის, ისე ღვინის ბუნებრივი, ჯიშური არომატით.

გემო:
  სხეულიანი, ძლიერი ტანინებითა და ხავერდოვანი ტექსტურით. გააჩნია ხალასი მჟავიანობა, შედარებით მაღალი ალკოჰოლი და მკაფიო სტრუქტურა, რაც მიუთითებს მისი დავარგების პოტენციალზე. ამავე დროს, ღვინო უკვე შესანიშნავ ფორმაშია, დაბალანსებული, მომრგვალებული და ხასიათიანი.

რეკომენდაცია:
    იდეალურია 15–18°C-ზე. შესანიშნავად ეხამება მწვადს, ღრმა არომატის მქონე სოუსებს, ხორციან სალათებს, ყველიან ფენოვან ცომეულს და სხვა მდიდარ, ნოყიერ კერძებს.